დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს ,,ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის წევრმა ნანა შატბერაშვილმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო .კონკრეტული მიზეზი საკრებულოში ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისთვის უცნობია. სასამართლო პროცესი, დავით კირკიტაძის ბრალდების საქმეზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.