დაკავებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში თვითმკვლელობა სცადა.
შმთხვევა ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების შენობაში მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ბიზნესპარტნიორზე თავდასხმის შემდეგ, პოლიციაში თავად გამოცხადდა.
დაკავებულმა ბიზნესპარტნიორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით დაშავებული დაწესებულებამდე საკუთარი ფეხით მივიდა.
პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა ორი მუხლით იძიებს.
საქმის გამოძიება სს-ის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებას გულისხმობს.