დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტი შეუერთდა(+ფოტო)

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა და „ჭრელი წინდების“ კამპანიაში ჩაერთო.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „არავინ დატოვო…მიღმა“. ყოველწლიურად, 21 მარტს მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს უკვე მერვედ აღნიშნავენ.