დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში საცხოვრებელი სახლის აივნები ყვავილებით მოირთვება

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით,რუსთავში 1000 აივანზე ყვავილებით სავსე ქოთნები განთავსდება.

დედის დღესთან დაკავშირებით, მაჟორიტარმა დეპუტატმა 1000 ქოთანი და 10000 ყვავილი თამარ მეფის მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე კორპუსების აივნებზე განსათავსებლად, რუსთაველებს საჩუქრად გადასცა.

,,აქცია დედის დღეს დაიწყო და იმედია, 8 მარტამდე მოვასწრებთ. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რუსთაველებს გვეცხოვრა ისეთ ქალაქში, სადაც აივნებს ყვავილებით სავსე ქოთნები დაამშვენებდა. ალბათ, ეს უამრავი რუსთაველის სურვილიცაა. ერთად ვიზრუნოთ რუსთავის სილამაზეზე.
ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!”-განაცხადა გიორგი ბეგაძემ

3 მარტისადმი მიძღვნილ აქციას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები შეუერთდნენ.