რუსთავში 2019 წელს დამატებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ფარგლებში 6 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება- საკითხი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხ საკითხს უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. 6 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წარმომადგენლობითმა ორგანომ მოიწონა, ყოფილი #16 და #30 საბავშვო ბაღების წინამდებარე გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დამატებით დაგეგმილი პროექტების ფარგლებში მოეწყობა მეგობრობის მეორე გასასვლელის #3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოების ფარგლებში ოცდამეერთე მიკრორაიონში არსებული საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები რეაბილიტირდება. საკითხი შემდგომი განხილვის და დაფინანსების მიზნით შესაბამის სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.