დღეს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

დღეს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  მხარისა  და ადგილობრივი ხელისუფლების პირებმა  ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი  ყვავილებით შეამკეს .  ღონისძიების ფარგლებში საჯარო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა  ლექსები წაიკითხეს და  მუსიკალური ნომრები შეასრულეს  . ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს დაიბადა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

ჟიული შარტავა2004 წელს, სიკვდილის შემდეგ,  ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა