ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

“მე ამ თანამდებობიდან ნებაყოფლობით მივდივარ,” – ეს განცხადება უმრავლესობის ყოფილმა წევრემა, ზვიად კვაჭანტირაძემ, სესიაზე გააკეთა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.

ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ მანამდე განაცხადა, ვიდრე ირაკლი კობახიძე მისი გადაყენების საკითხს კენჭისყრაზე მეორედ გამოიტანდა.

„ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.