თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ .როგორც tv4-ს კომპანია “ინტერტრანსში ” განუცხადეს მიკროავტოსბუსების ქიმიურ წმენდის სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება . ქიმიურ წმენდა ეტაპობრივად ჩაუტარდება 200-მდე მიკროავტობუსს , სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სალონი , მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება . კომპანიის ინფორმაციით , მიკროავტობუსების ქიმიური წმენდა მგზავრთა მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება .