რუსთავის საქალაქო სასამართლოში 9თვიანი უსამართლო პატიმრობის შედმეგ , სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული პირის, გოდერძი მახარაშვილის და მასთან ერთად კიდევ 2 რუსთაველი ახალგაზრდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.
სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა რომ რუსთავის N2 განყოფილების პოლიციელების მხრიდან,ახალგაზრდების უკანონო დაკავება მოხდა. აგრეთვე ბრალდებულების მიმართ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხჰყოფას ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარე კი ამტკიცებს რომ დაკავებულებმა, ზედაპირული ჩხრეკის დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს , მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხჰყოფა მიაყენეს . გოდერძი მახარაშვილს , დავით თხელიძეს და ჯემალ დემეტრაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვის კოდექსის 166 და 173 ხელით ედება , რაც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს .
როგორც ბრალდებულმა, გოდერძი მახარაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა,მის განმეორებით დაკავებას რუსთავის N2 განყოფილების თანამშრომლების მხრიდან პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.