კრწანისის სასწავლო ცენტრში წვევამდელი სცემეს.
მარნეულის მკვიდრი ქაზიმ გახრამანოვი აცხადებს რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა 9 მარტს მოხდა. გახრამანოვი სამხედრო სავალდებულო სამსახურს კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის. წვევამდელი , ჯარისკაცებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ქაზიმ გახრამანოვი ირწმუნება რომ მას შემდეგ რაც მან თანხის გაცემაზე უარი განაცხადა ჯარისკაცებმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.
სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181 და 386 მუხლებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.