მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება.
ღონისძიება ტრადიციულად მარნეულის ცენტრალური ქუჩიდან დაიწყო. დღესასწაული სახალხო ფეხით მსვლელობით გაიხსნა, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ რუსთაველის ქუჩაზე სხვადასხვა საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ.
აგრეთვე გაიმართება თეატრალიზებული მსვლელობა- გოგონა გაზაფხულის შემობრძანება.
ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ცნობისთვის, ნოვრუზ ბაირამი ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია.
ითვლება, რომ ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის, სიცოცხლის დღესასწაულია. ამ დღეს ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა სახის ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ.
ნოვრუზის დღესასწაული, სამ დღეს გრძელდება.