მერვე მიკრორაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

რუსთავში, მერვე მიკრორაიონში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი რუსთაველი მებრძოლის, მამუკა კაჭკაჭიშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. ომში დაღუპული გმირის სახელობის სკვერი ოჯახის წევრებისა და მოსახლეობის ინიციატივით მოეწყო. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა კაჭკაჭიშვილი აფხაზეთში, 1993 წლის 1 ივნისს , 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.