ნოვრუზ ბაირამი გარდაბანში (+ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეწვია და  საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ნოვრუზ ბაირამი  ეთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია. 
ითვლება, რომ ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის, სიცოცხლის დღესასწაულია. ამ დღეს ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა სახის ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ.