საქართველოს პრემიერ მინისტრმა მარნეულში ეთნიკურად აზერბაჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრმა ქართული და აზერბაიჯანული კუთხეები დაათვალიერა. საზეიმო მსვლელობაში პრემიერთან ერთად, სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი იმყოფება. მამუკა ბახტაძემ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს დღესასწაული აზერბაიჯანულ ენაზეც მიულოცა .
“გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას, გილოცავთ ახალი სიცოცხლის შემობრძანებას , საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო ის რომ ჩვენ საქართველოს შვილები ერთად , გვერდიგვერდ მუხლჩაუხრელად ვშრომობდი ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ერთიანი სამშობლოს წინსვლისთვის და დიდი სიყვარული ეს დიდი ძმობა ჩვენ უპირობოდ უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს .”