უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც გიორგი გახარისგან მამუკა ხაზარაძემ მიიღო.
მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.
პირველი-ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და დაჯდეს ტელეიმედის ტრენდზე.
მეორე-ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში.
მესამე-ტელეკომპანია “არტარეას”, უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კი განმარტეს, რომ მათთვის მამუკა ხაზარაძეს არ წარუდგენია დოკუმენტის დედანი და ამიტომ გამოძიება მოკლებულია დოკუმენტის გადამოწმებისა და მისი ავთენტიკურობის დადგენის შესაძლებლობას.
პროკურორის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.