რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობ აღდგა

რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობ აღდგა.

დილიდან ხაზზე მომუშავე 21 მიკროავტობუსი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. კომპანია “ინტერტრანსის” ინფორმაციით, კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც მძღოლები ყოველდღიურ გეგმას 70 ლარს გადაიხდიან. გამონაკლისია ზამთრისა და ზაფხულის სეზონები, როდესაც მძღოლები მგზავრთა სიმცირის გამო 60 ლარს იხდიან.

tv4-ან საუბრისას მძღოლები განმარტავენ, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. ისინი განაგრძობენ მუშაობას და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება მგზავრობის ღირებულების გაზრდა.