რუსთავში მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი დაშავდა

მესხიშვილის 4 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე მამაკაცს დენმა დაარტყა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე დასაქმებული პირი იყო და  მას დენმა მუშაობის პროცესში დაარტყა.

როგორც tv4-თან თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცს დენმა ბეტონის დასხმის პროცესში დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. დაშავებული ამ დროისთვის კლინიკა რუსთავშია გადაყვანილი