რუსთავში ოთხი ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა.
ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდული პროექტი , რუსთავის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში , პირველ ეტაპზე, სახელწოდების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები განთავსდა ვაჟა ფშაველას, ცურტაველის, ვახუშტის და იაღლუჯის ქუჩებზე.
სამუშაოები რუსთავის მერიის ,,სერვისცენტრმა“ განახორციელა. პროექტის თანაავტორის ინფორმაციით, პროექტი ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მასზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.