რუსთავში ორი პირი დააკავეს

რუსთავში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს რუსთაველის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. პოლიციამ ორი პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვასა და მოხმარებას გულისხმობს.