რუსთავში სწრაფი კვების ობიექტი “ღვეზელები 27” გაიხსნა (+ფოტო)

რუსთავში, მეგობრობის 27 ნომერში , სწრაფი კვების ობიექტი “ღვეზელები 27″გაიხსნა .

ღონისძიება საზეიმოდ , ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ანანო მჟავიამ მუსიკალური ნომრით გახსნა .
დაწესებულება რუსთაველებს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს . “ღვეზელი27”-ის სტუმრები ღვეზელების და ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებენ.ღონისძიების აღსანიშნავად კაფის მიმდებარე ტერიტორიაზე , ღია ცის ქვეშ რუსთაველების წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლები წარსდგებიან.