რუსთავში ცნობილი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები დაუკრავენ

ცნობილი არტისტი KORDZ რუსთავში დღეს პირველად დაუკრავს. საქართველოში დაბადებული მუსიკოსი, ამჟამად ჰოლანდიაში მოღვაწეობს. „თაობაში“ ალექს კორძაიასთან ერთად, ლაივ სეტებს ანუშკა ჩხეიძე და ნიკა ბაძაღუა დაუკრავენ. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს „თაობა“ 23 საათიდან ელოდება. ახალგაზრდა მუსიკოსების მოსმენა რუსთაველებს მთელი ღამის განმავლობაში, უფასოდ შეეძლებათ.