რუსთავში CO-თი მცირეწლოვანი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით მცირეწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა კლდიაშვილის გამზირზე მოხდა.СO-თი მოწამლული მცირეწლოვანი ბიჭი “რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადაიყვანა.

ამ წუთებში ექიმი მცირეწლოვანს სამედიცინო დახმარებას უწევს. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადეს
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.