საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრები ახალი ფორმატით განახლდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ინიციატივით, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრები ახალი ფორმატით განახლდა.

შეხვედრების ფარგლებში, პირველი გასვლითი შეხვედრა დავით აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელსაც ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიგა ჯღარკავამ ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში განხორცილებული პროექტები შეაჯამა, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საკრებულოს პირველმა პირებმა და დეპუტატებმა აღმაშენებლის გამზირზე 850-მეტრიანი ველობილიკისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს. აგრეთვე გაეცნენ მე-18 და მე-19 მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად მოეწყობა.