სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “სპარი” დააყაჩაღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.