მსხვერპლით დასრულდა უბედური შემთხვევა მექსიკაში , სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 60-მდე მგზავრი გადაჰყავდა გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.
წინასწარი ინფრომაციით, ავარიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი მძიმედ დაშავდა.
უბედური შემთხვევა გვატემალას საზღვართან ჩიაპას შტატის მთავარ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც მექსიკას შეერთებულ შტატებთან აკავშირებს.









