საფრანგეთის პრეზიდენტი ყვითელჟილეტიანებს მკაცრი და გადამწყვეტი ზომებით დაემუქრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყვითელჟილეტიანებს მკაცრი და გადამწყვეტი ზომებით დაემუქრა. განცხადება მაკრონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შაბათს პარიზში გამართული აქციები ძალადობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. მომხდარის გამო პრეზიდენტმა შვებულება შეწყვიტა და ანტიკრიზისულ შტაბში გაემგზავრა.

მაკრონის თქმით, ის აპირებს ძლიერი და დამატებითი ზომების მიღებას აპირებს. საფრანგეთის ლიდერმა აქციის მონაწილეებს „ხულიგნების თანამზრახველები“ უწოდა.

16 მარტს, ყვითელჟილეტიანებმა რამდენიმე ძვირადღირებული ბრენდის მაღაზია დაარბიეს, ცეცხლი გააჩინეს ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, რის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
არეულობის დროს პოლიციამ 240 აქტივისტი დააკავა.

შეგახსენებთ, ყვითელჟილეტიანები აქციებს საფრანგეთში გასული წლის ნოემბრიდან მართავენ.