საფრანგეთის ქალაქ არლში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინა. არლის მუზეუმში დამთვალიერებელი ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ ნამუშევრებს იხილავს.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.
გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna” და არლში ვინსენტ ვანგოგის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება.
გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ვიზიტორებს 1 ივნისამდე ექნებათ.