საქართველოს მოქალაქე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ინციდენტი კერძოდ ქალაქ რენში მოხდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა დანით დაჭრა ასევე საქართველოს მოქალაქე. მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული საავადმყოფოშია გადაიყვანილი.