საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე. ტვ4-ის ინფორმაციით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა. არასრულწლოვანი გოგონა კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს . სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, 14 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელი კოპრუსის სახურავზე ორი მოზარდი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათთვის უცნობი ორი გოგონა საცხოვრებელი სახლის სახურავზე ავიდა, რის შემდეგაც დაახლოებით ათ წუთში, შემთხვევა მომხდარი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო,რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.