საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.