ორთაჭალის ავტოსადგურთან ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ.
მძღოლების თქმით სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი გადასახადია რისი გადახდაც მათთვის შეუძლებელია, შესაბამისად წლების განმავლობაში ტროტუარის მიმდებარე საპარკინგე ადგილას იდგნენ,თუმცა გასული წლის ბოლოს გაჩერება აიკრძალა და დახაზული ადგილები გაუქმდა.
აქციაზე მათ თბილისის მერიისგან მოღებული წერილი წარმოადგინეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად გამწვანების მოწყობაა დასახელებული.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში სადგურის მიმდებარედ გაჩერების უფლება არ დაუბრუნდებათ, მძღოლები აქციის გამართვას მერიასთან გეგმავენ.