ტაქსის მძღოლები რომლებიც ავტომობილის ფერს შეცვლიან სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას უფასოდ შეძლებენ

მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ. აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე წლის 2 მარტიდან ამოქმედდა.
სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
• მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
• ტაქსის ლიცენზია

კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს,მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე,ვებგვერდზე www.sa.gov.ge