ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ერთი ოჯახის სამი წევრი დააკავეს.
ალესკეროვების ოჯახიდან დაკავებულია დედა და ორი ვაჟი. ქალბატონი რამდენიმე საათის წინ ქუჩაში დააკავეს, შვილები კი სახლიდან აიყვანეს.
სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ალესკეროვების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.