ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს, თუმცა აცხადებს, რომ სპეცოპერაციის შედეგად, მასშტაბური დანაშაულის გახსნა მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება, თუმცა შსს-ში ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობენ. ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს უწყება მოგვიანებით გაასაჯაროებს.
ფონიჭალაში, გუშინ საღამოს ერთდროულად რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. მოხდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.