ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში

ქალთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში . ქალაქ გარდაბნის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა  . მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს  , დამსახურებულ პედაგოგებს  , ექიმებს  , მრავალშვილიან დედებს და  აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს   ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს  .

ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური ნომრებით  ,საღამოს  ადგილობრივი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და ანსამბლი „ ბეთანია „ აფორმებდა  .