რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მკვიდრ ქაზიმ გახრამანოვს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გახრამანოვის ოჯახმა და მისი ასეულის წევრების თარხან ჯაფაროვის, ალთუნ აშიროვის ოჯახის წევრებმა კრწანისის სასწავლო ცენტრში შესვლა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.
ქაზიმ გახრამანოვი, თარხან ჯაფაროვი და ალთუნ აშიროვი სხვა სასწავლო ბაზაზე გადაყვანას ითხოვენ, რადგან მათი თქმით კიდევ 8 წვევამდელს გამოსძალეს თანხა და გაუსწორდნენ ფიზიკურად. მათ ეშინიათ, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორდება.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გახრამანოვის ოჯახს განუცხადეს, რომ მას ნორიოს საასწავლო ცენტრში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181 და 386 მუხლებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.