ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 193 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ქვემო ქართლის მასშტაბით ,კანონდარღვევის 43 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.