11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი თბილისში კოსტავას ქუჩაზე

თბილისში კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ფოტო: 1tv.ge