21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

ეს დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს, რადგან იგი არათუ დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი, რომელიც პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, არაა მემკვიდრეობითი და არც – გადამდები.