ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას. პრობლემის შესახებ ინფორმაციას Techtimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით , ორივე სოციალურ ქსელში შეწყდა პოსტების გამოქვეყნების, ასევე შეტყობინებების გაგზავნის და მიღების შესაძლებლობა.
საიტზე – Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც ფეისბუქის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა, ვიდეოების ატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს. ამასთან მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს ფეისბუქის საკუთარ „ექაუნთზე“ შესვლას.