ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დანარჩენ 4 დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.