დიდ დიღომში ცეცხლი 2000-მდე კვადრატულ მეტრს მოედო

დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის მასშტაბები გაიზარდა – ცეცხლი 600 კვადრატული მეტრიდან უკვე 2000-მდე კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მეხანძრე მაშველები მის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე უკვე 23 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ, საწყობს გაუჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. შენობაში მყოფი ერთადერთი ადამიანი, მეხანძრეებმა უვნებლად გამოიყვანეს