რუსთავის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველი ახალგაზრდების პროექტის ფარგლებში მერიის მიერ გადაცემული ე.წ. ყვითელი ავტობუსი დააზიანეს.
გაურკვეველმა პირებმა ახალგაზრდების კუთვნილ ავტობუსს ფანჯრები ქვებით ჩაუმსხვრიეს. ავტობუსი პროექტის ავტორებს რუსთავის მერიამ საჩუქრად გადასცა. პროექტი ,,ორბელიანი საქართველოს”გამარჯვებულებმა ავტობუსი ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად მიიღეს. სადაც პროექტის ფარგლებში სხვადასხა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები უნდა განხორციელებულიყო.
როგორ ახალგაზრდები tv4თან საუბარში აცხადებენ, ავტობუსი ამ მდგომარეობაში დღეს აღმოაჩინეს. ავტობუსი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში იდგა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.