გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებაში” ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს , რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია.
წყარო: რუსთავი 2









