კასპში სასწავლო პროცესის დროს მოსწავლე დაჭრეს

კასპის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი ორ მოზარდს შორის სასწავლო პროცესის დროს მოხდა.
დაზარალებული მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.