მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაცვალა

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს . მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.