მხარის პირველი პირი ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარის პირველმა პირმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ გიდებს და გიდების ასოციაციის წევრებს რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციის ფორმატში, სრული ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ. მხრიდან დაისვა კონკრეტული საკითხები,რაც ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია,რომ ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით სამხარეო ადმინისტრაციამ ორი კონფერენცია უკვე გამართა.