ორთაჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ორთაჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა კერძოდ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლის არასწორმა მანევრირებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.