პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
როგორც პოლონური მედია იუწყება, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 24 წლისაა.
კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.
ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.