პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ქალბატონებს 8 მარტის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზებით რუსთავში ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

პროფკავშირების წევრებმა მგზავრებს და მოქალაქეებს სიმბოლურად ყვავილები გადასცეს და რვა მარტის დღესასწაული მიულოცეს. ყვავილები ქალბატონებს პროფკავშირების წევრებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა გადასცეს.